15, ნოემბერი 2021 12:43:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში, კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 11 057-ს მიაღწია.
მხოლოდ ბოლო 24 საათში, კორონავირუსმა 82 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ბოლო 1 თვის მაჩვენებელი 1000-მდეა.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი მაინც დაბალია, ინფიცირებათა შემთხვევბი კი ისევ მაღალი.
ცნობისთვის, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 874 მოქალაქემ გაიკეთა.