15, ნოემბერი 2021 10:09:00
დღეს, 11 საათზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართება.
მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას? ეს ჯერჯერობით უცნობია.
ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პროცესს დაასწრებენ, რადგან მათ ჰქონდათ მიღებული მსგავსი დაპირება. ისინი დღეს, ციხეში მისვლას არ აპირებენ.
უფლებადამცველების თქმით, სასამართლო, ისევე როგორც პირველი პროცესის დროს, ითხოვს სააკაშვილის დასწრებას და თავად მიხეილ სააკაშვილიც მზად არის პროცესზე დასასწრებად, თუ პენიტენციური სისტემა ამის ნებას დართავს.
ე.წ პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდნეობით გაფლანგვას ედავება.
სააკაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს გაიმართა.