12, ნოემბერი 2021 13:52:00
სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნიგაზეულის სამედიცინო ამბულატორიაში იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. კოვიდსაწინააღმდეგო აცრა მუნიციპალიტეტის ყველა ამბულატორიასა და თემის სამედიცინო პუნქტში, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ტარდება. ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. ამ დროისთვის, აჭარაში, სულ ჩატარებულია 222 ათას 940 დოზა აცრა. მათ შორის: ერთი დოზით იმუნიზირებულია მოსახლეობის 32.2 პროცენტი, ხოლო ორი დოზით - 29.6 პროცენტი.