12, ნოემბერი 2021 12:36:00
უკრაინის პრეზიედნტის, ვოლოდიმერ ზელენსკის, ინიციატივით მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ვოლოდიმერ ზელენსკი, საუბრისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგობარეობით დაინტერესტდა. ასევე, ზელენსკიმ იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამართალდამცავებმა თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს, რაზეც საართველოს პრემიერმა თქვა, რომ სააკაშვილის, ისევე, როგორც სხვა პატიმრების უფლებები დაცულია და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილის ქმედებები უკანონო, პროვოკაციული და დესტრუქციულია, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხის წინაშე აყენებს. მან განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.