10, ნოემბერი 2021 15:00:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოქტომბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 268 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 აჭარაში. გამოვლენილი შემთხვევებიდან 7 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მათივე ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 313 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. გარდა ამისა, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 25 შემთხვევა. ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.