09, ნოემბერი 2021 21:10:00
„ომბუდსმენის ოფისი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, უნდა შეაქონ და არა აკრიტიკონ“ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქრათველოში გააკეთა. კელი დეგნანის შეფასებით, სახალხო დამცველი ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დეგნანი ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში მიაწოდონ.