ბუნებრივ რესურსებზე გარემო ზემოქმედებისა თუ ფინანსური დანახარჯების კლების შესამცირებლად, ევროკავშირის დაფინანსებით ქვეყნი მასშტაბით, რვა მუნიციპალიტეტში სპეციალური საგრატო პრორამა ხორციელდება. „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ - ამ სახელწოდების პროექტს, გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს და ის მზის ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. რა კომპონენეტებს მოიცავს საგრანტო პროექტი და ვის შეუძლია დაფიანსების მოპოვება, ვრცლად ჩვენს სიუჟეტში ნახავთ
დაბა ქედაში მცხოვრები უშანგი ასამბაძე ერთ - ერთი მათგანია, ვინც მზის ენერგიას თითქმის ორი წელია იყენებს. პანელები საცხოვრებელი სახლის სახურავზე აქვს მოწყობილი. ელექტროენერგიის ნაცვლად, ოჯახი ალტერნატიული საშუალებით წყალს აცხელებს. ამბობს, რომ ასე ფინანსებიც დაზოგა და სათბობი შეშაც.
ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საგრანტო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 8 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქედასა და ხულოში ხორციელდება. იგი მზის ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ დაინტერესებულმა დაფინანსება მოიპოვოს, პირველ ეტაპზე განაცხადი უნდა შეავსოს.
გამარჯვების შემთხვევაში თბოიზოლაციის, ქარხნული და მარტივი მზის წყლის გამაცხელებლებსა და მზის ჰაერის გამათბობლებს ამონტაჟებენ.
სატყეო სააგენტოს, ქედის სატყეო ადმინისტრაციის მთავარი მეტყევე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სათბობი შეშის მომხმარებელთა ოდენობა მცირდება, მაჩვენებელთა კლებას კი - ზამთრის პერიოდში, ოჯახების ქალაქად მიგრაცია განაპირობებს. თეიმურაზ პაპუნიძე გვეუბნება, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ქედაში, ყოველწლიურ ფონდში, დაახლოებით 18 ათას კუბამეტრამდე საწვავი მასალა აღირიცხება.
დარგის ექსპერტი განმარტავს, რომ მზის ენერგიის ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადგილებისთვის, სადაც გათბობა ძირითადად შეშაზე ხდება. ზაალ ელაძის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ენერგობალანსზე სამომავლოდ მნიშვნელოვნად აისახება.
პროგრამა თანადაფინასებით ხორციელდება და საგრანტო პროექტის ოთხივე კომპონენტზე, ოჯახების დაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებულია.