08, ნოემბერი 2021 16:45:00
პირველი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება. მოთხოვნა 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იქნება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს "საშვი" ექნება პირს, თუ ის სრულად ვაქცინირებულია ან კორონავირუსი აქვს გადატანილი. გარდა ამისა, "მწვანე" სტატუსით ისარგებლებს ადამიანი PCR ტესტის ჩატარებიდან 72 საათის და "სწრაფი ტესტის" ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.მწვანე პასპორტით შესვლა დასაშვები იქნება კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, სასატუმრობში, ფიტნეს დარბაზებში, თეატრებში, მუზეუმებში და ა.შ