08, ნოემბერი 2021 14:36:00
დასკვნით ეტაპზეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ალამბარი-ელიაძეები-მიქელაძეების მიმართულებით ხელოვნური ნაგებობები და სანიაღვრე არხები მოეწყო. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ასფალტობეტონის საფარს აგებენ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის ჰორიზონტალური მონიშვნაც. რეაბილიტირებული მონაკვეთი სოფელ ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულს უკავშირდება.