08, ნოემბერი 2021 14:32:00
ბათუმისა და ქობულეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები თემატური ტურების სახელმძღვანელოში განთავსდება. საუბარია პროფესიონალი ექსვსკურსიათმძღოლების მიერ შემუშავებულ, ჯამში 17 მიმართულებაზე. პროექტის მიხედვით გიდები აჭარის დედაქალაქში 12 პრაქტიკულ ტურს ამუშავებენ, რომელშიც ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული, ძირითადი ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები თუ ადგილები აისახება. წიგნი ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მუშავდება.