08, ნოემბერი 2021 13:11:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოქტომბრის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 110 505 საჰაერო გზით შემოვიდა, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა ასეთია:
1. თურქეთი - 35 829 მატება წინა წელთან 89,0%;
2. რუსეთი - 29 159 მატება წინა წელთან 570,9%;
3. სომხეთი - 19 301 მატება წინა წელთან 104,7%;
4. საქართველო (არარეზიდენტი) - 16 437 მატება წინა წელთან 231,1%;
5. უკრაინა - 14 567 მატება წინა წელთან 1230,3%;
6. ისრაელი - 13 944 მატება წინა წელთან 9134,4%;
7. ყაზახეთი - 8 843 მატება წინა წელთან 1250,1%;
8. საუდის არაბეთი - 8 748 მატება წინა წელთან 437300,0%;
9. აზერბაიჯანი - 8 358 მატება წინა წელთან 113,0%;
10. პოლონეთი - 5 398 მატება წინა წელთან 9370,2%.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან 161.9 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის ჯამურმა შემოსავალმა 865.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად 2020 წლის შედეგზე 60%-ით მეტია.