08, ნოემბერი 2021 12:31:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი უდანაშაულოდ სცნო.
საქმის 2 წლიანი განხილვის შემდეგ მოსამართლემ განაჩენი დღეს გამოაცხადა.
პროკურატურა ბრალდებულს 86 წლის დედამთილის ცემას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის გამოძიების მტკიცებულებები საკმარისი არ იყო.
"მოსამართლემ პირდაპირ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ხათუნა ხარჩილავამ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ სცნო. ნამდვილად ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებაა. საქმის განხილვა ორი წელი მიმდინარეობდა, ამ ხნის განმავლობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული," - ამბობს ადვოკატი .
თავად ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მას ხანდაზმული დედამთილი არ უცემია და ოჯახში სიტყვიერი კამათის დროს ქალი წაიქცა, რამაც სხეულზე დაზიანებები გამოიწვია.
წყარო: Rustavi2.ge