05, ნოემბერი 2021 22:06:00
ქედაში, თვითმართველობის ერთ - ერთი ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი - ნაპირგამაგრება დასრულდა. მდინარე აჭარისწყლისა და აკავრეთას შენაკადთან დამცავი კედელი მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ამ პროექტის განხორციელებით დაბის დატბორვის საკითხი მოგვარდა.
აღნიშნული ობექტი, სახელმწფო აუდიტის 2020 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაშიც მოხვდა. ფინანსური მაკონტროლებელი მიუთითებს, რომ ნაპირგამაგრებაზე ქედის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერში, ყველზე დაბალი თანხით მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია, მხოლოდ, არასრულყოფილი დოკუმნტაციის მოტივით მიეცა. უწყებამ, გამარჯვებულად კომპანია „გაბიონი 2000“ - გამოაცხადა, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის, ზემოთ ხსენებული კომანიისგან გასხვავებით, 53 ათას 800 ლარით მეტს ითხოვდა. მერიაში თავს იმით იმართლებენ, რომ სახელმწიფო შესყიდვის კანონის შესაბამისად იმოქმედეს.
ოპოზიცია ქედის მერიას მუშაობას უწუნებს. ქედის საკრებულოს წევრი, ვაჟა ბოლქვაძე მერიას მოუწოდებს, პროექტების განხორციელებისას, ჯერ, საჭიროებები განსაზღვროს, სამუშაოები კი - შემდეგ განახორციელოს.
მდინარეების აჭარისწყლისა და აკავრეთას მიმდებარედ, ნაპირგამაგრებას ქედის მერია 2015 წლიდან ახორციელებს, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.