ინფრასტრუქტურა, რომელიც „გვანგრევს“ - მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და ურთიერთგამომრიცხავი საგზაო ნიშნები
საზოგადოება
მაშინ, როცა ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ მთელი ქვეყანა აქტიურად ვითარდება, იგება გზები, იქმნება სამუშაო ადგილები, შემოდის ინვესტიციები და ჩვენი ქალაქები დიდ მეგაპოლისებს ემსგავსება - აი, როგორიც აბუდაბი და სინგაპურია - ბათუმში, ცენტრალური ქუჩები მოუწესრიგებელი რჩება. ეს პატარა ზღვისპირა ქალაქი, რომელიც თავს ეშხითა და პატარა, ლამაზი ქუჩებით, დაგამახსოვრებდათ, დღეს, ასე გამოიყურება. რუსთაველის, გოგებაშვილის, მემედ აბაშიძის და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე, ჯერ კიდევ 10 წლის წინანდელი, „ოცნების“ მიერ „დაუმთავრებული ნაციონალების“ დაგებული ქვაფენილებია. ამორტიზებული გზა აღარც მოქალაქეებისთისაა უსაფრთხო და არც ძველი ავტობუსისთვის, რომლისთვისაც ამ გზაზე გავლა, შესაძლოა უკანასკნელიც აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ჯობია გაჩერდეს.
ჩვენ გადამღებ ჯგუფსაც, როგორც რიგით ბათუმელებს ხშირად გვიწევს, ქვაფენილიანი ქუჩების გავლა. მაღალი ხარისხის საგზაო ინფრასტრუქტურა, უხარვეზო და სრულყოფილი, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით დაპროექტებული ქუჩები, მოქალაქეებზე მაქსიმალურად მორგებული საფხემავლო ბილიკები, რომ არ გვაქვს ამას კარგად ვხედავთ. როდესაც, ასეთ განცხრომაში გვიწევდა ქალაქის ქუჩებში მუშაობა, გადავაწყდით, ბათუმის უსაფრთხოების მთავარ საძირკველს პოლიციის თანამშრომლებს, რომელთა გამოჩენისთანავე ჩვენს სულებში სიმშვიდემ დაისადგურა - მივხვდით, რომ საიმედო ხელში ვიყავით. ხუმრობა გვერდით გადავდოთ და მოდი, მოქალაქეებს ვკითხოთ, როგორ მოსწონთ ტურისტული ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა.
ქვეყანას მიმართულება რომ შეცვლილი აქვს, ბოლო 9 წელია ვხედავთ, დღეს, ბათუმში, საგზაო ნიშნებმაც კი იცვალეს გეზი. ვნახეთ, კონკრეტული შემთხვევაც: გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩის გზაჯვარედინზე, ორი ურთიერთ საპირისპირო საგზაო ნიშანია. ერთი გვეუბნება, რომ მარცხნივ შეხვევა არ შეიძლება, მეორე კი, მარცხნივ შესვლის რეკომენდაციას იძლევა.
ასევე, გაუგებარია საით წავიდეთ ალექსანდრე პუშკინისა და ჯავახიშვილის გზაჯვარედინზე, სადაც, მას შემდეგ, რაც პუშკინის ქუჩა ცალმხრივი გახდა, გზაჯვარედინზე მოძრაობის პირდაპირ და მარცხნივ ვალდებულების მანიშნებელი არაა განთავსებული. მართალია, მთავრობის თავმჯდომარეს, მერად ახლად არჩეულმა მეჯვარემ, მოსახლეობას, ქალაქის მართვაში იმედები ვერ გაუმართლა, მაგრამ, იქნებ, საგზაო ნიშნებში ერკვეოდეს.
რატომაა ქალაქში არსებული საგზაო მოძრაობის ნიშნრები ურთიერთგამომრიცხავი? ან რატომ არ არსებობს ქუჩების უმეტეს ნაწილში მიმართულების მაჩვებენლები? და რატომაა ტურისტული ქალქის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი? კითხვებით ბათუმის მერიას მივმართეთ, უწყებაში კი, როგორც ყოველთვის, საზოგადოების განსჯის საგნად ქცეულ საკითხებზე, დუმილის უფლებას იყენებენ.