05, ნოემბერი 2021 14:26:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭარნალის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ნინო ნიჟარაძე გაეცნო. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება უარესდება, მოსახლეობამ ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მინისტრის შეფასებით, ის, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში მშვიდი ვითარებაა, ვაქცინაციის ტემპი თუ არ გაიზარდა, ვერ იქნება გარანტია რომ მომდევნო დღეები არ გართულდება.