05, ნოემბერი 2021 12:21:00
ესპანეთში, ქართველების წინააღმდეგ კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად, დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე.
უცხოური მედიიის ინფორმაციით, კრიმინალურ დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ. ერთ ღამეში ქართველებმა 5 ბინა გაძარცვეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია, ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.