04, ნოემბერი 2021 21:49:00
უკვე 9 თვეა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა. ამის მიუხედავად მოსახლეობის სასურველი რაოდენობა ჯერ აცრილი არ არის. საუბარია იმაზეც, რომ იმუნიზაციის პროცესში ცართვა სავალდებულო გახდეს. ის ვინც არ აიცრება რიგი შეზღუდვა ექნება, მათ შორის ფასიანი მკურნალობა. რატომ ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ, რომ მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში ჩართვისთვის იძულება არ გამხდარიყო საჭირო და რას ამბობენ მოქალაქეები საკითხთან მიმართებაში. თეოშკა გიამბობთ.
რისკ-ჯგუფებისთვის სავალდებულო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისთვის მოწოდებებს უკვე ქვეყნის პრეზიდენტიც აკეთებს. კოვიდ პასპორტების შემოიღების თაობაზე, ზურაბიშვილმა, საქართველოს მთავრობას მიმართა. ქვეყნის მთავარსარდლის ინიციატივას საზოგადდოებაში სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა.
თუ კი, ხელისუფლება პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებს, არავაქცინირებული პირები საჯარო დაწესებულებებში შესვლა აეკრძალებათ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული მოქაქლაქე აუცრელი იქნება, უფასოდ მკურნალობას ვეღარ შეძლებს. სახოგადოების ნაწილი ინიციატივის მომხრეა, მეორე ნაწილი კი, დისკრედიტაციად მიიჩნევს.
გადაწყვეტილება რისკ ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოწმებას ჯანდაცვის ექსპერტები იწონებენ, თუმცა დაგვაინებულად მიიჩნევენ. ვატო სურგულაძის განცხადებით, მოწოდებებს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი უნდა აკეთებდეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება არაკონსტიტუციურად მიაჩნია. ამის, მიუხედავად, ილია ვერძაძე მოსახლეობის ირიბად დავალდებულებას ემხრობა, რაც შესაძლოა, ფასიან მკურნალობაშიც აისახოს. კითხვაზე: რატომ ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ, რომ მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში ჩართვისთვის იძულება არ გამხდარიყო საჭირო? ილია ვერძაძე ასე გვპასუხობს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ სავალდებულო ვაქცინამდე და აუცრელების ფასიან მკურნალობამდე საკითხი არ მივა. ამის იმედს, ნინო ნიჟარაძეს, როგორც თავად ამბობს, ის აძლევს, რომ რეგიონის მაგალითზე, ამ ეტაპზე საწოლფონდი საკმარისია. თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ სამედიცინო რესურსი ამოწურვადია და მოსახლეობას ნებაყოფლობით ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა და გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო. რამდენიმე ათასიანი აქციის სემდეგ, ხელისუფლება, ჯერჯერობით ამ თემებზე დუმს.