04, ნოემბერი 2021 17:40:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ბათუმში - 11:25-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, გორგილაძის, ლეონიძის, ტაბიძის, ნონეშვილის, ბაქრაძისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე თამარის დასახლების ნაწილს.
ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით მეჯინისწყლის,კახაბრის,გონიოს,კვარიათისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებები ნაწილს.
ქობულეთში - 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სოფელ ქობულეთს,ქაქუთს,სამებასა და მიმდებარე სოფლებს. ქ.ქობულეთში დ.აღმაშენებელის, ჭავჭავაძის,ჯინჭარაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქედაში - 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: სილიბაურს,ნამონასტრევსა და წონიარისს.
შუახევში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფურტიოს,ნიგაზეულს,ნენიას,სხეფს,ბუთურაულსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
ხულოში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს : ჩაოს, ვაშლოვანს,კვატიას,ვერნებს,ყინჩაურსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.