03, ნოემბერი 2021 14:24:00
სოფლებში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება. საინფორმაციო შეხვედრები, ამჯერად, დაბა ჩაქვში გაიმართა. ჩაისუბნის ამბულატორიში ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მოადგილესთან ერთად გაეცნო. ნინო ნიჟარაძის თქმით, ვაქცინააციის ტემპი, როგორც ყველგან, აჭარიშიც შედარებით დაბალია და ყოველდღიურად საშუალოდ, მხოლოდ, 500-მდე დოზა ვაქცინა ადმინისტრირდება. რეგიონში 220 000-მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული და ორი დოზით, მოსახლეობის 28%-ია აცრილი.