03, ნოემბერი 2021  11:13:00
                    
                    
                    
                      
აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდის 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 6 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კორონავირუსისგან 123 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 
ცნობისთვის, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აჭარაში, 217 440 მოქალაქე აიცრა.