01, ნოემბერი 2021 14:29:00
ბათუმში, დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა, საყურადრებოა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგი ოპერაციის შემდგომ, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. კლინიკის ინფორმაციით, მას ჭრილობა მენჯის არეში მიაყენეს. შემთხვევა გუშინ ღამით, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნბობია. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.