01, ნოემბერი 2021 11:05:00
ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 27.9 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში ვკითხულობთ.
2021 წლის 9 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში, 146.6 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვეებელი 118.7 მლნ ლარი იყო.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი თანხა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა, კერძოდ, 118.178 მლნ ლარი.
რაც შეეხება სხვა დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, ასე გამოიყურება:
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - 95.474 მლნ ლარი
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევები - 13.009 მლნ ლარი
მმართველობის წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები - 5.803 მლნ ლარი
სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში - 5.500 მლნ ლარი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევა - 4.898 მლნ ლარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში - 1.844 მლნ ლარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში - 1.684 მლნ ლარი