01, ნოემბერი 2021 10:31:00
ექსპრემიერმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თქვა, რომ ის არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი.
ტვიტერზე გიორგი გახარიამ დაწერა:
"ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი. ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსებისა და ფულის ბოროტად გამოყენებაზე. საჯარო სექტორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა გარანტირებული უნდა იყოს. სხვაგვარად რისკია, ხმის მიცემა უაზრო შოუდ იქცეს", - დაწერა გახარიამ.
გიორგი გახარიამ თბილისის მერის არჩევნების I ტურში ხმების 9.41% მიიღო. მეორე ტურში ერთმანეთს ენმ-ის და ოპოზიციის კანდიდატი, ნიკა მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე დაუპირისპირდნენ. გახარიამ თქვა, რომ არც ერთ მათგანს მხარს არ დაუჭერდა.