30, ოქტომბერი 2021 17:07:00
თავდასხმა TV25-ზე. საარჩევნო უბანთან მობილიზებული კოორდინატორები ჩვენი რეპორტიორის კითხვებმა გააღიზიანა. თეო ფუტკარაძე დაინტერესდა, რატომ ცდილობდნენ აგიტატორები ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენას, რის გამოც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აღიარებდნენ, რომ მმართველ გუნდს უჭერდნენ მხარს და კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ლანძღვასა და გინებაზე გადავიდნენ. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენს გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და საარჩევნო უბანთან არსებული სიტუაციის გადაღების საშუალება არ მისცეს.