30, ოქტომბერი 2021 07:29:00
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პროცესში ჩართულები იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად," - აღნიშნავენ სუს-ში.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე 28 ოქტომბერს გაიტაცეს. შემთხვევა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ქართული სოფლის, ლოპანის, მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.