28, ოქტომბერი 2021 16:23:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით დ.აღმაშენებელისა და რუსთაველის ქუჩებს. ასევე ჩოლოქის,ფიჭვნარისა და დაბა ჩაქვის დასახლებების ნაწილს.
ხულოში - 10:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:დეკანაშვილებს,ძირკვაძეებს,დანისპარაულსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R