27, ოქტომბერი 2021 14:49:00
აჭარაში, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. სპეციალისტებმა კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესზე ქობულეთის მუნეციპალიტეტში, გვარას საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ისაუბრეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის თქმით, მოსახლეობასთან უშუაალო შეხვედრები გაცილებით ეფექტურია. ამბულატორიის ექიმების შეფასებით კი, ვაქცინაციის სერვისის სოფლად გადატანამ მოსახლეობის გააქტიურება განაპირობა. აცრის გაკეთება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ამბულატორიაშია შესაძლებელი. ამ დროისთვის, აჭარაში, 214 ათას 400 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.