27, ოქტომბერი 2021 14:44:00
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 25 იანვარს, ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით, ძალადობით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ავტომობილი გასტაცეს. ეჭვმიტანილებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 8 და 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ.