27, ოქტომბერი 2021 10:55:00
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 42 გარდაცვლილი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 703 281-ს შეადგენს. გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში - 1 412 შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება აჭარას, რეგიონი ბოლო 24 საათში 115 ადამიანი დაინფიცირდა.