26, ოქტომბერი 2021 16:44:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ბათუმში - 13:00-დან 15:00 საათამდე ქუჩებს: ლ.ასათიანის, მემედ აბაშიძის, ჭავჭავაძის, გოგებაშვილის, პუშკინისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ცეცხლაურს, ოჩხამურს, წყავროკასა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ჩოლოქის დასახლების ნაწილს.
შუახევში - 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ნენიას, სხეფს, ნიგაზეულსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
ხულოში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხიხაძირს, თხილვანას, ძმაგულასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.