26, ოქტომბერი 2021 15:10:00
გასულ შაბათ-კვირას, ცხრა ქვეყნიდან ყველაზე ლამაზი წვერის ასზე მეტი მფლობელი შეიკრიბა ბავარიის ქალაქ Eging am See-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.
Eging am See - ყოველწლიურად ბავარიაში ტარდება ორი დიდი შეჯიბრი წვერიან მამაკაცებს შორის - გერმანიის ჩემპიონატი და ოლიმპიადა.
მონაწილეობა შესაძლებელია 19 კატეგორიაში. მათ შორის - "დალი", "კაიზერის ქვეშ", "მუშკეტერი", "ზეთოვანი წვერი", "ვერდის წვერი".
ამჯერად ბავარიამ უმასპინძლა მონაწილეებს იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
მთავარი კრიტერიუმია მოვლილი წვერი. ჟიური ყურადღებას ამახვილებს თმის შეჭრის სწორ ბოლოებსა და ორიგინალურობაზე.
წყარო: dw.com