26, ოქტომბერი 2021 10:46:00
სახალხო დამცველი ოცნების წევრებს პასუხობს. ნინო ლომჯარია განმარტავს, რატომ ჩათვალა ომბუდსმენმა, რომ N18 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის სათანადო პირობები არ არსებობს.
"დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:
- სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;
- ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა; აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;
ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:
- დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;
- ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;
- დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...
რა შეიძლება ვთქვა?
კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი", - წერს ომბუდსმენი facebook-ზე.