25, ოქტომბერი 2021  15:08:00
                    
                    
                    
                      
ბათუმში ახალი სკვერის მშენებლობა იწყება. საზოგადოებრივი სივრცე შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #1 ბ-ში (მაკდონალდსის გვერდით) მოეწყობა.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორია, რომელიც 2552 კვ.მ.-ს შეადგენს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მერიას სარგებლობის უფლებით, უვადოდ გადასცა.

