22, ოქტომბერი 2021 17:43:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ბათუმში - 12:00-დან 18:00 საათამდე თამარისა და დაბა მახინჯაურის დასახლებების ნაწილს.
ხელვაჩაურში - 12:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: განთიადს, კაპრეშუმსა და მიმდებარე სოფლებს.
25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ქობულეთში - 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ბობოყვათს, ციხისძირს, გვარას, ოჩხამურს, მუხაესტატესა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ფიჭვნარის დასახლების ნაწილს.
შუახევში - 09:30-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ფურტიოს, ხიხაძირს, ბუთურაულსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 09:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჩაოს, ვაშლოვანს, ყინჩაურს, კვატიასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.