22, ოქტომბერი 2021 17:03:00
მოქმედი პოლიციელი მოქალაქეს მასზე ქორწინებას აიძულებს. მუქარის შემცველი მიმოწერა „TV 25“ -მა ექსკლუზიურად მოიპოვა. ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი, ნინო კილაძეს, სოციალური ქსელის გარდა, პირად ნომერზე შეტყობინებებს უგზავნის და ურეკავს.
ქალის მტკიცებით, საგამოძიებო ორგანოში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გამომძიებელი ბაკურ გვალია ავიწროვებს. იმ შემთხვევაში, თუ კილაძე გვალიას ცოლად გაყვებოდა, პოლიციელი, სამართლებრივი დავის მის სასარგებლოდ დასრულებას ჰპირდება. რამდენიმე კვირის წინ, ფაქტზე „მაცნეს“ გადამღებმა ჯგუფმა სიუჟეტი მოამზადა, კილაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ მუქარის შემცველი შეტყობინებები უფრო ხშირად მისდის და თავს დაცულად არ გრძნობს. ბაკურ გვალია, კითხვებს არ პასუხობს. კომენტარს არც, შინაგან საქმეთა სამინისტროში აკეთებენ.