22, ოქტომბერი 2021 16:51:00
„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო და ძალიან სერიოზულია.“ - ამ განცხადებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აკეთებს. მისი თქმით, ნოემბერ-დეკემბერი შედარებით კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან გრიპის შემთხვევების აღმავლობაა მოსალოდნელი. ბუწაშვილს შეფასებით, დიდი ძალისხმევა სჭირდება იმ ადამიანების აცრაზე დაყოლიებას, რომელიც ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია. სპეციალისტი ამბობს, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობაც.