22, ოქტომბერი 2021 13:52:00
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის, 50 ერთეული ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა გაასაღა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.