22, ოქტომბერი 2021 11:00:00
22 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 4 155 ახალი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 40 გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 960 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 008 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 952 PCR ტესტით. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა.