20, ოქტომბერი 2021 16:47:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:ჩიქუნეთს,ქოქოლეთს,აჭარისწყალს,ერგესა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ხელვაჩაურის ნაწილს.
ქობულეთში - 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ჭახათს, ხუცუბანს, ზენითს, სოფელ ქობულეთსა და ვარჯანულს.
შუახევში - 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ჯაბნიძეებს, ნენიას, გოგაძეებს, წაბლანასა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: აგარას, საციხურს, ფაჩხას, უჩხოს, ელელიძეებსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.