19, ოქტომბერი 2021 17:57:00
თბილისი მედიკი უკვე აჭარაშია. ბათუმში, ბაგრატიონის 196 ნომერში კომპანიის ახალი ფილიალი გაიხსნა. ღონისძიებას რეგიონში მოქმედი კლინიკების დირექტორები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბათუმი მედიკის შოურუმში წარმოდგენილია პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქცია, როგორც კლინიკებისთვის, ისე საცალო მიმართულებით.
სამედიცინო აპარატურა, ავეჯი, სახარჯი მასალები, პაციენტის მოვლის საშუალებები, ქირურგიული ინსტრუმენტები - ეს იმ ინვენტარის არასრული ჩამონათვალია, რასაც „ბათუმი მედიკი“ სამედიცინო სფეროს სთავაზობს. აჭარის ბაზარზე მოქმედი ლიდერი კომპანია ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს. ბათუმი მედიკი სამედიცინო აპარატურის მონტაჟს და მის შემდგომ ყველა საჭირო მომსახურებასაც უზრუნველყოფს.
ბათუმი მედიკის მიზანია, შექმნას სამედიცინო პროდუქციის რეალიზაციის ქსელი, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ყველა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ნივთს. ძლიერი ლოჯისტიკური სამსახური და პროფესიონალებისგან შემდგარი მეგობრული გუნდი კომპანიის ერთ-ერთი, გამორჩეულად ძლიერი მახასიათებელია. ეს პროდუქციის უწყვეტ მიმოსვლასა და დანიშნულების ადგილზე მათ დროულ მიწოდებას განაპირობებს.
კომპანია მუშაობს 2 მიმართულებით: B2B და B2C. პირველი მათგანი სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი აპარატურით, ავეჯით და სახარჯი მასალებით ამარაგებს. მეორე შემთხვევაში კი, კომპანიას აქვს შოურუმი, სადაც ყველა სამედიცინო პროდუქტია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ ნივთები, რაც სახლში მკურნალობის პერიოდში დასჭირდებათ.
ბათუმი მედიკის მომხმარებლებს პროდუქტების შეძენა შეუძლიათ, როგორც შიდა განვადებით, ისე სალიზინგო კომპანიების დახმარებით. ამ მომსახურებებთან ერთად, ბათუმი მედიკი ონლაინ შეკვეთისა და ადგილზე მიტანის სერვისსაც უზრუნველყოფს, რათა აჭარის მასშტაბით წარმოდგენილი ყველა კლინიკისთვის სამედიცინო მომსახურება და პაციენტზე ზრუნვა მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს.