19, ოქტომბერი 2021 17:54:00
აჭარის სოფლებში, ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგები გრძელდება. საოჯახო-სასტუმრო სახლების სტანდარტებსა და სერვისის ნორმებს ხულოსა და შუახევის შემდეგ, ქობულეთში ეცნობიან. ისინი საოჯახო-სასტუმრო სახლების მართვას, მოწყობას, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას- და ვიზიტორებისთვის სწორად შეთავაზებას სწავლობენ. ქობულეთის შემდეგ ადგილობრივები სწავლებას ხელვაჩაურსა და ქედაში გაივლიან. ჯამში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის 26 სოფელში 250-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.