18, ოქტომბერი 2021 17:48:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალშენს, განახლებას, აჭარისაღმართს, კიბეს, ჭარნალს, ჩიქუნეთს, მაჭახლისპირსა და მიმდებარე სოფლებს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ჭახათს, ხუცუბანსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე აღმაშენებელის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
შუახევში - 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ტაკიძეებს, ახალდაბას, ხიჭაურს, ნენიას, სხეფს, ლომანაურსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.