18, ოქტომბერი 2021 12:18:00
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტის პატიმრობის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობს. ომბუდსმენი განცხადებაშივე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი პასუხისმგებლობა მართებს.
ის განცხადებები, რაც კეთდება განსაკუთრებით მისი დაკავების შემდგომ, მანამდეც გვესმოდა პოლიტიკური განცხადებები მის ბრალთან დაკავშირებით, საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარება იცვლება, როდესაც პირი უკვე პატიმრობაშია, ანუ ყველასთვის ხომ მოულოდნელი იყო სააკაშვილის დაბრუნება, ის დღეს ციხეშია და რა თქმა უნდა, იმ განცხადებების მიმართ, რაც მისი პატიმრობის შემდგომ გაკეთდება პოლიტიკური პირების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი იქნება და ორმაგად მეტი პასუხისმგებლობა აქვს დღეს ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური განცხადებები მისი საქმის გარეშემო და მისი პატიმრობის გარშემო არ აკეთოს, თუმცა მე გეთანხმებით, რომ ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, მისი შიმშილობის უფრო მკაცრი ფორმებზე გადასვლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი და ეს, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში მისი საქმეების შესაფასებლად - განაცხადა ომბუდმსენმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.