18, ოქტომბერი 2021 10:58:00
თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო შვიდი დაშავდა. შემთხვევა აშშ-ის ლუიზიანას შტატში, გრამბლინგის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. ინფორმაცია CNN-მ ადგილობრივ პოლიციასა და უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა.
დაშავებულებიდან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულ პირებს შორის უნივერსიტეტის სტუდენტი მხოლოდ ერთია.
მომხდართან დაკავშირებით ლუიზიანას შტატის პოლიცია აქტიურ გამოძიებას აწარმოებს. ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, უცნობია ასევე თავდასხმის მოტივი.