15, ოქტომბერი 2021 17:28:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ბათუმში - 14:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ზ.გორგილაძის,მ.აბაშიძის,ლუკა ასათიანის,მელიქიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ურეხის დასახლების ნაწილს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: საჩინოს, ციხისძირს, ხუცუბანს, სამებასა და მიმდებარე სოფლებს.ქ.ქობულეთში რუსთაველის, კომახიძის, გურამიშვილის, თავისუფლებისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
შუახევში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: უჩამბას, ტბეთს, ცინარეთს, წაბლანას, ლაკლაკეთსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
ხულოში - 09:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: თხილვანას, ხიხაძირს, წიფნარსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.