15, ოქტომბერი 2021 13:28:00
უკვე რამდენიმე დღეა, აჭარაში, თბილი ამინდებია. ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსამდე აღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უნალექო ამინდი დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსები, მზიანიან ამინდს პროგნოზირებენ 16 ოქტომბერსაც. ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსამდე იქნება.
რაც შეეხება კვირას, 17 ოქტომბერს, ამინდის არამდგრადობა იწყება. მოსალოდნელია წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან.
ნალექი 20 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.