15, ოქტომბერი 2021 10:50:00
ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის ახალი 3 270 შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსს ემსხვერპლა 26 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 298 პაციენტი.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 34 394-ია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კოვიდი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
საქართველოში ვაქცინაცია პანდემიიდან 1 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 მარტიდან "ასტრაზენეკათი" დაიწყო.