13, ოქტომბერი 2021 17:46:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ბათუმში - 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: აბუსერიძის, ფიროსმანის, პუშკინის, წერეთლის, იმედაშვილის, ჯორჯიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კაპნისთავს, ჭარნალს, აგარას, აჭარისაღმართს, ჩიქუნეთს, ქედქედსა და მიმდებარე სოფლებს.
ქობულეთში - 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: კვირიკეს, ხალას, ჩაისუბანს, ალამბარს, გვარას, ოჩხამურსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
შუახევში - 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ტაკიძეებს, ახალდაბასა და ხიჭაურს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.