13, ოქტომბერი 2021 13:16:00
საქართელოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მასაც ფარულად უსმენს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა. ევროპარლამენტარებმა პრეზიდენტის მონაყოლი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში თქვეს.
მაკლ გალერის თქმით, არაა გამორიცხული, უკანონო მოსმენების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს.
არამარტო ჩვენ მეგობრებს და ევროკავშირის და გერმანიის ელჩს, პრეზიდნეტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, ეს აღმაშფოთებელია. საჭიროა, ფოკუსირება იმაზე, ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევით ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ასევე აღმაშფოთებელია, ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს", - ამბობს ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი.