კორონავირუსის პანდემიის პარალელურად ეპიდემიოლოგები ახალ, მოახლოებულ საფრთხეზე, ტვინდემიაზე საუბრობენ. რას ნიშნავს ეს ტერმინი და როგორი იქნება ეპიდემიოლოგების პროგნოზით მომაკვდინებელი ვირუსის ეპიდვითარება სეზონური დაავადებების პარალელურად.
გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, მაშინ, როცა 2020 წელს კორონა პირველად ესტუმრა ჩვენს ქვეყანას, სეზონური დაავადებების შემთხვევა ნაკლები იყო. ეპიდემიოლოგები მოსალოდნელ რევანშზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ შესაძლოა სეზონური დაავადებების ბუმი მძიმე ეპიდემიოლოგიურ ფონს დაემთხვეს. ამან შეიძლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაართულოს, რასაც ათობით და ასობით ათასი გარდაცვალება შეიძლება მოჰყვეს. ამ მოვლენას ეპიდემიოლოგებმა უკვე უწოდეს „ტვინდემია (twins - ტყუპები).
„რა თქმა უნდა, წინასწარ შეუძლებელია იმაში ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ზამთარში გრიპის შემთხვევების მატება გველოდება, მაგრამ ეს სავსებით რეალურია. ასევე HRSV-ის ვირუსის შემთხვევების მატებაც, რომელიც ქვედა სასუნთქ გზებს აზიანებს. ანუ ჩვენ შეიძლება ორი ვირუსი დაგვიბრუნდეს, რომლებიც შარშან განადგურებული იყო“, - ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის პროფესორი დევიდ მეთიუსი.
მოლეკულური მედიცინის პროფესორის, დევიდ მეთიუსის თქმით, ყოველწლიურად მსოფლიოში ვირუსისგან 650 000 ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, პირველ რიგში, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან. ასევე, ბავშვები, რომელთა იმუნიტეტიც ჯერჯერობით ძლიერი არ არის. კორონავირუსისგან განსხვავებით, რომელიც ბავშვებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, სეზონური გრიპი ბავშვებისთვის საკმაოდ საშიშია.
როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა ქვეყანაში „რთული ნოემბერი“ გვექნება. ამირან გამყრელიძესთან ერთად სხვა ეპიდმიოლოგებიც საუბრობენ, იმაზე, რომ შესაძლოა მოხდეს აღრევა და ძალიან ცუდი დამთხვევა სეზონური გრიპებისა და კორონავირუსის უკონტროლო ეპიდვითარებისა, რაც საბოლოოდ "ტვინდემიის" სახით ძვირად დაუჯდება საქართველოს.
ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახლი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. - აცხადებს გამყრელიძე
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისგან თავის დასაღწევად მთავარი გზა, რა თქმა უნდა, მასობრივი ვაქცინაცია რჩება. ამაზე საუბრობს, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი: " შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ 1800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები 10X-ზე მეტჯერ ამცირებენ სიკვდილის შანსს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!" - ამბობს კულუმბეგოვი.